top of page

გოზინაყი

  • Writer:  ქველი
    ქველი
  • Dec 14, 2018
  • 1 min read

ინგრედიენტები:
ნიგოზი(თეთრი) – 500 გ;
თაფლი – 300 მლ;
შაქარი – 40 გ;

მომზადების წესი:

გაარჩიეთ ნიგოზი და დაჭერით თხლად. დაჭრილი ნიგოზი მოხალეთ ნელ ცეცხლზე დაწითლებამდე. თან გამუდმებით ურიეთ.

გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და გააცალეთ კანი.

სქელძირიან ღრმა ტაფაში ჩაასხით თაფლი და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ. თაფლი დუღილს რომ დაიწყებს, გადმოდგით ცეცხლიდან. ასე გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ წყლიან ჭურჭელში ჩაწვეთებისას თაფლი არ გამაგრდება.

თაფლში ჩაყარეთ დაჭრილი ნიგოზი და დადგით ცეცხლზე, ისევ გამუდმებით ურიეთ, დაუმატეთ შაქარი. როდესაც თაფლი და ნიგოზი ერთგვაროვან მასად იქცევა, გადაიტანეთ სველზედაპირიან ხის დაფაზე და ნელ-ნელა გააბრტყელეთ ხის სველი კოვზით.

გოზინაყი გაცივებამდე დაჭერით ტომბებად, თორემ გაცივების შემდეგ გამაგრდება და დაჭრა გაგიჭირდებათ.

გოზინაყი
გოზინაყი

 
 
 

Comments


qveli logo color.PNG

© ყველა უფლება დაცულია 2015 - 2021

Created by qvelo

 
 
 
bottom of page