top of page

ტირამისუ

  • 6   ცალი კვერცხის გული

  • 3 ⁄ 4  ჭიქა თეთრი შაქარი

  • 2 ⁄ 3  ჭიქა რძე

  • 11 ⁄ 4  ჭიქა სქელი ნაღები

  • 1 ⁄ 2  ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

  • 450   გრამი ყველი მასკარპონე

  • 1 ⁄ 4  ჭიქა მოდუღებული ყავა

  • 2   ს/კ რომი

  • 2   შეკვრა (85 გრ) „ლედის თითები“

  • 1   ს/კ დაუმტკბარი კაკაოს ფხვნილი


მომზადების წესი


საშუალო ქვაბში კვერცხის გულები და შაქარი კარგად შერევამდე თქვიფეთ. შეურიეთ რძე და ადუღეთ საშუალო ტემპერატურაზე, სანამ ადუღდება მუდმივად ურიეთ. ადუღეთ 1 წუთით, გადმოდგით გაზქურიდან და ოდნავ გააგრილეთ. მჭიდროდ დააფარეთ და შედგით მაცივარში 1 საათით.

საშუალო თასში ნაღები და ვანილი გამყარებამდე თქვიფეთ. მასკარპონე კვერცხის ნაზავს ისე შეათქვიფეთ, რომ გლუვი მასა მიიღოთ.

პატარა თასში აურიეთ მოდუღებული ყავა(ოთახის ტემპერატურის) და რომი. „ლედის თითები“ შუაზე გაყავით და მოასხით ყავის ნაზავი.

გაჟღენთილი „ლედის თითები“ 18X28 სმ ზომის ლანგრის ძირში დააწყვეთ. ზემოდან მასკარპონეს ნაზავის ნახევარი მოასხით, შემდეგ კი გათქვეფილი ნაღების ნახევარი. გაიმეორეთ შემდეგი ფენა ამ თანმიმდევრობით და ზემოდან კაკაო მოაყარეთ. დააფარეთ და გააცივეთ მაცივარში 4-6 საათით, გამყარებამდე. გემრიელად მიირთვით!



36 views0 comments

Recent Posts

See All
bottom of page